საცალო ბიზნესი

ფარმადეპო

ფარმადეპო ბრენდის კონცეფცია:  სანდო აფთიაქი

ფარმადეპო, როგორც სანდო აფთიაქი, მომხმარებლებს სთავაზობს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების არჩევანს (რაც მისი პორტფელის წილის 65%-ს შეადგენს), თავის მოვლის და კოსმეტიკის საშუალებებსა და მაღალკვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას.

ფარმადეპოში მომხმარებლებს საშუალება აქვთ მოიძიონ მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სააფთიაქო პროდუქტები საუკეთესო ფასად. გეოგრაფიული თვალსაზრისით ქსელი ფარავს მთლიან საქართველოს: თბილისს, დიდ ქალაქებსა და რეგიონებს. ფარმადეპოს აფთიაქებს შეხვდებით ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში, როგორებიცაა ქუჩები, ჰოსპიტლები, სავაჭრო ცენტრები, რაც ბრენდს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ფარმადეპო ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე, რასაც ადასტურებს ლოიალობის ბარათის 1.7 მილიონი მფლობელი. ქსელი ბაზარზე მყარადაა პოზიციონირებული, 297 აფთიაქით და აგრძელებს ზრდას. ფარმადეპო მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ და მრავალფეროვან სერვისების, საუკეთესო ფასებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას.

 

მომხმარებლის სეგმენტი

საშუალო

ფორმატი

საშუალო და პატარა სივრცეები

გეოგრაფიული არეალი

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონი, საავადმყოფოები, ქუჩები

პარაფარმაცია

სამედიცინო თავის მოვლის საშუალებები

კონსულტანტები

მაღალკვალიფიციური ფარმაცევტები

მარკეტინგული კომუნიკაცია

სანდო აფთიაქი

ლოიალობის ბარათები

 1.7 მილიონი ლოიალური ბარათის მფოლობელი

ფოკუსი

გაფართოება, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა

 


                                                                                                                  65 ვაჟა ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო                                                                     


                                                                                                                  65 ვაჟა ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო