ფრენჩაიზების ბიზნესი

აფლელუ პარიზი



ფრანგულ ბრენდ აფლელუ პარიზთან მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების გაფორმებით გეფამ თავისი პორტფელის ინოვაციური ბრენდებით გამდიდრების სტრატეგია კიდევ უფრო გაამყარა.

აფლელუ პარიზი ქსელს 1972 წლიდან ავითარებს და, საერთო ჯამში, მსოფლიოს 19 ქვეყანაშია წარმოდგენილი 1,400 მაღაზიით. ბრენდის განსაკუთრებული შეთავაზება Tchin Tchin კარგი მაგალითია იმისა, რომ აფლელუ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და, ცდილობს, გაანებივროს განსაკუთრებული შეთავაზებებით. Tchin Tchin-ის აქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინონ ნებისმიერი ბრენდის სათვალე და დამატებით მიიღონ მეორე, აფლელუს ბრენდის კოლექციიდან მხოლოდ 1 ლარად.

სათვალეების გარდა, აფლელუ პარიზი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ოპტიკურ მომსახურებას: თვალის გამოკვლევასა და ლინზების მორგებას. თვალის მოვლის ყოვლისმომცველი მომსახურების მიწოდებით, ბრენდი უზრუნველყოფს, მომხმარებლების მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიღებას ერთ სივრცეში.

გეფა ფლობს აფლელუ პარიზის მასტერ ფრენჩაიზის უფლებას კავკასიის რეგიონზე და, ამჟამად, ბრენდს წარადგენს 5 დამოუკიდებელი მაღაზიით საქართველოში. პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს, გარდა დამოუკიდებელი მაღაზიებისა, შეუძლიათ ჯპს-ის სააფთიაქო ქსელსა და მობილურ აპლიკაციებში.



                                                                                                    პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1, სითი მოლი, თბილისი, საქართველო


                                                                                                  პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1, სითი მოლი, თბილისი, საქართველო