EN
KA
ჯპს ბრენდის კონცეფცია: აფთიაქი და მეტი
ჯპს არის სააფთიაქო ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტოპ ბრენდებსა და თავის მოვლის საშუალებებს. ამ პროდუქციის წილი ჯპს-ის პორტფელში 55%-ს შეადგენს. ჯპს-ის პროდუქცია საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტისაა. ქსელი მდებარეობს გეოგრაფიულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში - დიდ ქალაქებში, მთავარ ქუჩებზე და სავაჭრო ცენტრებში. ჯპს ბაზარზე 101 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ამჟამად ქსელში ლოიალობის პროგრამის 1.2 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. ჯპს-ის მიზანია ახალი პროდუქტების შეთავაზებით, სერვისის დონის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებითა და ინოვაციების ხელშეწყობით იზრუნოს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. ჯპს-ის ბრენდი ასოცირდება ხარისხთან, მრავალფეროვნებასთან და ინოვაციებთან.
ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი. ინტეგრირებული ჯანმრთელობის ცენტრის მეშვეობით კი მომხმარებლებს სხვადახვა სერვისის მიღება შეუძლიათ. ჯანმრთელობის ცენტრი მოიცავს ლაბორატორიულ პუნქტს, ოფთალმოლოგიურ და დერმატოლოგიურ კაბინეტებს, სადაც მომხმარებელს სრული დიაგნოსტიკის საშუალება აქვს. ჯპს-ის მიზანი, მომხმარებელი უზრუნველყოს უნაკლო მომსახურებით, აისახება მისი მაღაზიების ინოვაციურ დიზაინსა და სტრატეგიულ განლაგებაშიც, რაც ხელს უწყობს მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნასა და ნებისმიერი პროდუქტის მარტივად ხელმისაწვდომობას. მაღალი ხარისხის სერვისის დამსახურებით, ჯპს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საუკეთესო საშუალებების მოძიებაში.
მომხმარებლის სეგმენტი |
საშუალო, მაღალი |
ფორმატი |
დიდი მოცულობის აფთიაქები (>120㎡) |
გეოგრაფიული არეალი |
დიდი ქუჩები, მთავარი გამზირები, სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები |
პარაფარმაცია |
პარაფარმაციის ფართო არჩევანი, მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებთან ერთად |
კონსულტანტები |
მაღალკვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც პრემიუმ თავის მოვლის საშუალებებს მარტივად შეურჩევენ მომხმარებლებს |
მარკეტინგული კომუნიკაცია |
აფთიაქი და მეტი, კარგად იყავი |
ლოიალობის ბარათები |
1.2 მილიონი ლოიალური ბარათის მქონე მომხმარებელი - დაგროვებადი ქულები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პროდუქციაზე გადაიცვალოს აფთიაქებში |
ფოკუსი |
ჩეკის მოცულობის გაზრდა, ასორტიმენტის გაზრდა და შემოსავლის ზრდა პარაფარმაციის მიმართულებით |