გეფამ ბოდი შოპის ვებგვერდები წარადგინა საქართველოსა და აზერბაიჯანში

გეფამ მომხმარებლებს ახალი ვებგვერდები შესთავაზა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რაც ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის.

მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ დესკტოპ ვერსიიდან მარტივად დაათვალიერონ ასორტიმენტი, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და მიიღონ შეკვეთილი პროდუქცია 1 საათზე ნაკლებ დროში. ვებ-გვერდებზე ხელმისაწვდომია ბრენდის სრული ასორტიმენტი, რაც აზერბაიჯანისა და საქართველოს მაღაზიებშია წარმოდგენილი. მომხმარებელი არა მხოლოდ კატეგორიების, არამედ ხაზების მიხედვითაც შეძლებს გაფილტროს და კიდევ უფრო მარტივად აარჩიოს სასურველ პროდუქტი.

აზერბაიჯანში მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბაქოში, ხოლო საქართველოში თბილისსა და დიდ ქალაქებში.

ასევე ხელმისაწვდომია ფიქაფის ფუნქცია.

საქართველოს ლინკი: https://thebodyshop.ge/
აზერბაიჯანის ლინკი: https://thebodyshop.az/