დავით სულაბერიძე
კომერციული დირექტორი
დავით სულაბერიძე გეფას კომერციული დირექტორის პოზიციაზე 2023 წლის თებერვალში დაინიშნა. ის ABC ფარმაციას 2001 წელს შეუერთდა და საბითუმო ვაჭრობის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. კომერციულ დირექტორად დანიშვნამდე ის სპეცდანიშნულების მედიკამენტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ბ-ნი დავითი 2019 წლიდან 2022 წლამდე საბითუმო ვაჭრობისა და სპეციალური მედიკამენტების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 2008 წლიდან, ხელმძღვანელობდა კლინიკური კვლევების მხარდაჭერის დეპარტამენტს. დავით სულაბერიძეს აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.