ჩვენს შესახებ

განვითარების ისტორია

გეფას მენეჯმენტის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ ფარმაცევტული და საცალო ბიზნესის მართვის 10 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მათ წარმატებით განახორციელეს სხვადასხვა სტრატეგიული ინიციატივები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს გეფას მდგრად განვითარებაში. გეფას გამოცდილებამ, მომხმარებელთა მომსახურების ახალმა და ინოვაციურმა შეთავაზებებმა და პარტნიორობამ გამოჩენილ საერთაშორისო ბრენდებთან განაპირობა კომპანიის ზრდა და განვითარება.

ზრდის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით, ციფრულ პლატფორმებში ინვესტირების ზრდით გეფამ წარმატებით გამოუშვა საკუთარი მობილური აპლიკაციები MY GPC და Pharmadepot pharmacy და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ციფრულ ბაზარზე.
2023
  • გაიხსნა ტრიუმფის ორი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
  • გაეშვა ჯპს-სა და ფარმადეპოს ვებ გვერდები ონლაინ შოპინგისთვის
  • გაიხსნა ჯორჯიტას (ევროლაინი) 4 დამოუკიდებელი მაღაზია 
2022
  • გაიხსნა კარტერის პირველი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
  • ჯპს-ის აფთიაქში ამოქმედდა სლოგის პირველი SIS მაღაზიები
  • აზერბაიჯანის ბაზარზე გაიხსნა ბოდი შოპის ორი დამოუკიდებელი მაღაზია
  • ხელი მოეწერა ფრენჩაიზის ხელშეკრულებას კარტერსთან
  • გაეშვა მობილური აპლიკაცია PHARMADEPOT Pharmacy
  • ხელი მოეწერა ფრენჩაიზის ხელშეკრულებას კავკასიის რეგიონისთვის ტრიუმფ ინთერნეიშენალთან და სლოგისთან

2021
  • გაეშვა MYGPC-ის მობილური აპლიკაცია
  • გაიხსნა აფლელუ პარიზის პირველი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
  • გაიხსნა ბოდი შოპის ორი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
  • ხელი მოეწერა ფრენჩაიზის ხელშეკრულებას აფლელუ პარიზთან
2020
  • გაიხსნა ბოდი შოპის ორი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
2019
  • გაიხსნა ბოდი შოპის ორი დამოუკიდებელი მაღაზია თბილისში
  • ხელი მოეწერა ფრენჩაიზის ხელშეკრულებას საერთაშორისო კოსმეტიკურ ბრენდთან ბოდი შოპთან
2017
  • გეფა შევიდა სომხეთის ბაზარზე და გახსნა სააფთიაქო ქსელი AKG
  • ჯპს გაერთიანდა ABC ფარმაციასთან და გაერთიანებულ კომპანიას დაერქვა სს გეფა (“GEPHA”)
2016
  • ჯპს შეიძინა Georgia Healthcare Group PLC-მა, რომელიც წარმატებით დაილისტა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2015 წლის 12 ნოემბერს
2009
  • ფარმადეპო გახდა პირველი დისქაუნთერ აფთიაქი ქვეყანაში
  • ABC ფარმაციამ დაიწყო სააფთიაქო ქსელის განვითარება ფარმადეპოს ბანერის ქვეშ
2006
  • ჯპს-მ, პირველი ლოიალური ბარათები შესთავაზა მომხმარებლებს
  • ABC ფარმაციამ დაიწყო განვითარება და გახსნა ინტეგრირებული აფთიაქები სუპერმარკეტებში
2002
  • ჯპს-იმ ქართულ ბაზარს ახალი ინოვაციური კონცეფცია შესთავაზა და თავის პორტფელში დაამატა პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდები
2001
  • ABC-მ გახსნა პირველი აფთიაქი
1999
  • ABC იყო საბითუმო მოვაჭრე და ძირითადად ონკოლოგიურ პროდუქტებს ყიდდა
1998
  • ჯპს-იმ დაიწყო სააფთიაქო ქსელის განვითარება
1994
  • დაარსდა კომპანია ABC ფარმაცია (Pharmadepot)
  • ჯპს-იმ დაიწყო იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა