ჩვენს შესახებ

ბიზნეს მოდელი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, მათი ბიზნეს ხედვა, კომპეტენცია და უნარები საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს სხვადასხვა პროექტებში და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და სურვილები. მათი უნარი, გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენი გუნდის მიზანია გრძელ ვადაზე გათვლილი ღირებულებები შექმნას კლიენტებისათვის. მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომებითა და მუდმივი განვითარებით, ჩვენი გუნდი აშენებს მტკიცე ურთიერთობებს, ხელს უწყობს ნდობას და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, რაც მათი კმაყოფილებისა და ლოიალობის გარანტია.

გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით;
ჯპს-ის ქსელში შეგხვდებათ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქცია, ხოლო ფარმადეპოში - მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ბრენდები. გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას. შესყიდვების მასშტაბები გეფას მომწოდებლებთან კონკურენტუნარიან ფასებზე მოლაპარაკების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კომპანია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებს საუკეთესო შეთავაზებებით ანებივრებს.

გეფა მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს სიახლეებს, სწორედ ამიტომ არაერთი საერთაშორისო ბრენდი შემოიყვანა საქართველოში ფრენჩაიზის ბიზნეს მოდელით. ეს მიდგომა კარგად ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ხედვას, გააფართოვოს ძირითადი ბიზნესი და გააძლიეროს პოზიციები ბაზარზე ფრენჩაიზერებთან ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობით: დაკონტრაქტებული ფრენჩაიზი იყენებს გეფას ძირითად კომპეტენციებსა და რესურსებს, ხოლო გეფა, მათ გამოცდილებასა და სტანდარტებს. საერთო ჯამში იქმნება სინერგიული თანამშრომლობა ორივე კომპანიის მდგრადი ზრდისა და მომგებიანობისთვის, ფრენჩაიზორი ბრენდის სტანდარტებისა და ოპერაციული სრულყოფის დაცვით.

გეფამ, როგორც ინოვატორმა ქართულ ბაზარზე, განავითარა მობილური აპლიკაციების პლატფორმები, რამაც საშუალება მისცა მომხმარებლებს მოხერხებულად სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ სააფთიაქო პროდუქტები და ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით. ციფრულ ინდუსტრიაში განვითარებამ გეფას საშუალება მისცა კიდევ უფრო გაეზრდა კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე.

გეფას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, რომელსაც ხელმძღვანელობენ კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერები (თანამშრომლები ფარმაკოლოგიაში, პარაფარმაციაში და ოპერაციულ სტანდარტებში), მენტორები (სხვადასხვა ბიზნეს განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მხარს უჭერენ სამსახურში ტრენინგსა და თანამშრომლების სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციას) და მწვრთნელები (თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ატარებენ სხვადასხვა უნარების ტრენინგს). 2022 წელს გეფას სასწავლო ცენტრმა სულ 4,000 მონაწილე მოამზადა, მათ შორის ფარმაცევტებისთვის მოსამზადებელი კურსი გაიარა 186-მა სტუდენტმა, მათგან 35 კი დასაქმდა. 2023 წელს გეფას სასწავლო ცენტრმა სულ 5,678 მონაწილე მოამზადა, მათ შორის ახალი თანამშრომლების მოსამზადებელი კურსი გაიარა 418-მა ფარმაცევტმა და 53 კონსულტანტმა, მათგან ყველა დასაქმდა ქსელში.

ბოდი შოპი

ბოდი შოპი არის ბრიტანული კოსმეტიკური, კანის მოვლისა და პარფიუმერიის კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში. გეფა ფლობს ბოდი შოპის მასტერ ფრენჩაიზს კავკასიის რეგიონისთვის და აქტიურად ავითარებს shop-in-shop ბიზნეს მოდელს ბრენდის დამოუკიდებელ მაღაზიებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გეფა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მართავს ბოდი შოპის 15 დამოუკიდებელ მაღაზიას.

აფლელუ პარიზი

აფლელუ პარიზი წარმოადგენს ფრანგულ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია ჩარჩოების, ოპტიკური ლინზების, კონტაქტოლოგიური და სმენის ხელსაწყოების დისტრიბუციაში. გეფამ აფლელუ პარიზი საქართველოს ბაზარზე 2021 წელს დამოუკიდებელი მაღაზიით შემოიყვანა, რასაც მოჰყვა SIS ბიზნეს მოდელების გახსნა ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში. გეფა ფლობს აფლელუ პარიზის მასტერ ფრენჩაიზს კავკასიის რეგიონისთვის.