გეფამ ჯპს-ისა და ფარმადეპოს ვებ გვერდები წარადგინა

გეფამ ჯპს-ისა და ფარმადეპოს ვებ გვერდები წარადგინა, რითიც ონლაინ შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო მოხერხებული და კომფორტული გახადა მისი მომხმარებლებისთვის.

ვებ გვერდების შექმნა მიზნად ისახავს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, დესკტოპ ვერსიაში გაეცნოს მომხმარებელი კომპანიის სრულ ასორტიმენტს, დაათვალიეროს პროდუქტები, ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით და მიიღოს პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად, 1 საათზე ნაკლებ დროში მთელი საქართველოს მასშტაბით. ვებ გვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ფიქაფის ფუნქციაც.

აღსანიშნავია რომ ვებ გვერდზე რეგისტრაცია არ დასჭირდებათ ისეთ მომხმარებლებს, ვინც აპლიკაციებში უკვე რეგისტრირებულია, მათ იგივე მომხმარებლის სახელით და პაროლით შეეძლებათ ლოგირება. ვებ გვერდები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ჯპს და ფარმადეპოს ვებ გვერდები თავის ლოიალურ მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტს, ეფექტურობასა და განსაკუთრებულ ფასდაკლებებს. 

ლინკი: https://gpc.ge/ka
ლინკი: https://pharmadepot.ge/ka