მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 10 ნოემბერს გეფამ გახსნა ტრიუმფ ინთერნეიშენალის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში, სითი მოლში, ქავთარაძის #1-ში.
ტრიუმფ ინთერნეიშენალი არის თეთრეულის გერმანული მაღაზია, რომელიც გლობალურად ცნობილი გახდა მაღალი ხარისხის თეთრეულით, ინოვაციური დიზაინით, კომფორტულობითა და სილამაზით. ტრიუმფს აქვს 137 წლიანი გამოცდილება თეთრეულის სფეროში, წარმოდგენილია მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს მილიონობით ლოიალური მომხმარებელი.
ტრიუმფ ინთერნეიშენალის ერთ-ერთი ცნობილი ქვებრენდია სლოგი, რომელიც ცნობილია თავისი კომფორტული და პრაქტიკული თეთრეულით როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. სლოგის ყურადღება გამახვილებულია ყოველდღიური აუცილებელი ნივთების შექმნაზე, რომელიც ფუნქციურობას თანამედროვე, მინიმალისტურ სტილთან აერთიანებს. ბრენდი ქმნის თეთრეულს, რომელიც არა მხოლოდ შეესაბამება მოდის ტენდენციებს, არამედ პრიორიტეტს ანიჭებს კომფორტს, თავდაჯერებულობასა და თვითგამოხატვას.
ოფიციალურ მაღაზიასთან ერთად ტრიუმფის პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია ჯპსის სააფთიაქო ქსელში.