გეფამ ოფიციალურად გამოუშვა MYGPC მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს კომპანიის პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, ისარგებლოს ექსკლუზიური სპეციალური შეთავაზებებით და მიიღონ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად, 1 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ახლად გამოშვებული მობილური აპლიკაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელიც ზრუნავს ერთგულ მომხმარებელზე და მათ კომფორტზე.
MYGPC აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციას, კომფორტს, ეფექტურობასა და ფასდაკლებებს. სააფთიაქო ქსელის სრული ასორტიმენტი ახლა ადვილად ხელმისაწვდომია აპლიკაციის საშუალებით. მომხმარებლებს შეუძლიათ ძალისხმევის გარეშე დაათვალიერონ, გაეცნონ ფასებს და შეიძინონ მრავალფეროვანი პროდუქტი, მათ შორის მედიკამენტები, ბავშვთა საკვები და მოვლის საშუალებები, ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტები და ა.შ.
მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე, რის გამოც აპლიკაცია ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში.
Android ლინკი:
https://bit.ly/3EZWCgB
iOS ლინკი:
https://apple.co/3FxT8SQ