გეფამ გამოუშვა ფარმადეპოს მობილური აპლიკაციას - Pharmadepot Pharmacy

გეფამ ოფიციალურად გამოუშვა Pharmadepot Pharmacy მობილური აპლიკაციის. პლატფორმის მიზანია მომხმარებლებს უპრობლემო და მოსახერხებელი ვაჭრობის ალტერნატიული გზა შესთავაზოს.

ახლად გაშვებული მობილური აპლიკაცია მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მარტივი და ინტუიციური ინტერფეისის შეთავაზებას, რაც აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებლის კომფორტულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გეფა მცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროობას და პრიორიტეტს კვლავ მომხმარებელთა კმაყოფილებას ანიჭებს.

Pharmadepot Pharmacy მობილური აპლიკაციას გააჩნია ექსკლუზიური სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც შექმნილია ლოიალური მომხმარებლების დასაჯილდოებლად და დამატებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ პერსონალიზებული ფასდაკლებით, აქციებითა და სპეციალური შეთავაზებებით.
მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე.

ლინკი: https://onelink.to/qpufb