მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 23 აგვისტოს გეფამ გახსნა აფლელუ პარიზის ოპტიკური ქსელის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში, სითი მოლში, ქავთარაძის #1-ში.
აფლელუ პარიზი არის ოპტიკის ფრანგული მაღაზია, რომელიც სპეციალიზირებულია ჩარჩოების, ოპტიკური ლინზების და კონტაქტოლოგიური პროდუქტების დისტრიბუციაში. აფლელუ პარიზს აქვს 42 წლიანი გამოცდილება ოპტიკის სფეროში, ფლობს 1418 მაღაზიას, წარმოდგენილია მსოფლიოს 19 ქვეყანაში და ჰყავს მილიონობით ლოიალური მომხმარებელი.
ფრენჩაიზის პირობების მიხედვით, აფლელუ პარიზის ქართველ მომხმრებლებსაც ექნებათ Tchin Tchin შეთავაზებით სარგებლობის საშუალება. ეს შეთავაზება მოქმედებს 19 ქვეყანაში, სადაც ბრენდი ოპერირებს. მის ფარგლებში ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი 1 ლარად მიიღებს მეორე სათვალეს აფლელუს კოლექციიდან. მაღაზიაში შესაძლებელი იქნება კონტაქტური ლინზების შეძენა, სათვალეების დამზადება და ოფთალმოლოგის მომსახურების მიღებაც.
აფლელუ პარიზის ოფიციალურ მაღაზიაში, აფლელუს ბრენდის გარდა, წარმოდგენილია ტომ ფორდის, გუჩის, მონტბლანკის, მაიკიტას, რეი-ბანის, პერსოლის, კომონოსა და ექსკლუზიურად მოსკოტის ბრენდის სათვალეები, ლინზები და აქსესუარები. აფლელუ პარიზის პროდუქცია ოფიციალურ მაღაზიასთან ერთად ხელმისაწვდომია ჯპსისა და ფარმადეპოს Shop-in-Shops-ში.