გეფამ კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და გახსნა კარტერსის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში. საზეიმო გახსნა 21 ნოემბერს, "გალერია თბილისის" მესამე სართულზე გაიმართა და ამ ცერემონიას კელი დეგნანი (აშშ-ს ელჩი საქართველოში) დაესწრო.
„წამყვანი ამერიკული საბავშვო ბრენდი საქართველოშია! 150 წლის განმავლობაში ადამიანები კარტერსს ანდობდნენ თავიანთი პატარების ჩაცმას. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბრენდი, რომელმაც ამერიკელთა თაობები გაზარდა, ახლა ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილია“, - აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
(https://georgiatoday.ge/carters-official-store-opens-in-tbilisi/ )
კარტერსი ცნობილია თავისი მიდგომით, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, კომფორტული ტანსაცმელი ჩვილებისა და ბავშვებისთვის. ელეგანტური სამოსის ფართო სპექტრით, ბრენდი მშობლების #1 არჩევანი გახდა მთელ მსოფლიოში. ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია კარტერსის ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა, რომლებიც მიმზიდველთან ერთად კომფორტულიცაა და უსაფრთხოა ბავშვებისთვის.
ოფიციალურ მაღაზიასთან ერთად კარტერის პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია ჯპსისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში. 2023 წლიდან გეფა გეგმავს ქსელის გაფართოებას და კარტერსის დამოუკიდებელი მაღაზიების გახსნას.