2019 წლის 22 დეკემბერს ისთ ფოინთში, თვალჭრელიძის ქ. #2-ში ბოდი შოპის ახალი მაღაზია გაიხსნა. გახსნის ცერემონიისთვის ბოდი შოპმა მომხმარებლებს დამატებითი ფასდაკლებები და საჩუქრები შესთავაზა.
3,300 მაღაზიით, ბოდი შოპი არის სილამაზის გლობალური ბრენდი, რომელიც ცდილობს პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს მსოფლიოში მაღალი ხარისხის, ბუნებრივი ტანისა და თმის მოვლის საშუალებებითა და მაკიაჟის შეთავაზებით. ბოდი შოპის ყველა პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით!
ბოდი შოპს ასორტიმენტში 700ზე მეტი პროდუქტი აქვს. ბრენდი შექმნილია იმ სამყაროს პატივისცემით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე და ეხმარება ადამიანებს - განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს - იყვნენ პოზიტიურები საკუთარი თავისა და სხეულების მიმართ. ბრენდი იყენებს მაღალი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებს - როგორიცაა ჩაის ხე, შია და კანაფი.
ბოდი შოპი თავის ფილოსოფიას, უკეთესი გახადოს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, თავისი ახალი კონცეფციით ეხმიანება. მაღაზიებში დაემატა შესავსები სტენდები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მრავალჯერადად გამოიყენონ ერთი და იმავე კონტეინერები, რაც თავისთავად გამოიწვევს ნარჩენების შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ გეფა მუშაობს ქსელის გაზრდაზე და ხსნის ბრენდის ახალ მაღაზიებს, ბოდი შოპის პროდუქცია ხელმისაწვდომია ჯპსისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელშიც და მათი შეკვეთა მომხმარებლებს შეუძლიათ მობილური აპლიკაციების საშუალებითაც.