5 დეკემბერს გეფამ სილამაზისა და თავის მოვლის ბრენდის ბოდი შოპის თავისი პირველი მაღაზია გახსნა თბილისში. მაღაზია მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე - რუსთაველის #20-ში.
ბოდი შოპი 1976 წელს ბრაიტონში, ინგლისში დაარსდა ანიტა როდიკის მიერ. ახლა ბოდი შოპი გლობალური ბრენდია, რომელიც სერტიფიცირებულია B. Corp-ის მიერ. ბრენდი ცდილობს რომ პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს მსოფლიოში, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, ბუნებრივი თავის მოვლის საშუალებების შეთავაზებით. ბოდი შოპის ფილოსოფიის მიხედვით ბიზნესს მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა მიჰყავდეს. სწორედ ამ იდეით პოზიციონირებს ბრენდი ბაზარზე დღესაც.
ბოდი შოპი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, რომლებიც არ იტესტება ცხოველებზე. ბრენდს აქვს 3000-ზე მეტი მაღაზია და საქართველო გახდა 73-ე ქვეყანა სადაც ბოდი შოპი იქნება წარმოდგენილი.
ბოდი შოპის მაღაზიაში მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ 250 მლ ალუმინის ბოთლები და ისარგებლონ მისი ხელახლა შეავსევის შესაძლებლობით, რითაც მეტად მოუფრთხილდებიან გარემოს.
ფიზიკური მაღაზიის გარდა ბრენდი ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ჯპს-ისა და ფარმადეპოს აფთიაქების shop-in-shop-სა და მობილურ აპლიკაციებში. გეფა გეგმავს ბოდი შოპის ახალი მაღაზიების გახსნას მომავალი 3 წლის განმავლობაში.