მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 7 ოქტომბერს გეფამ ბოდი შოპის მესამე მაღაზია თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის #44-შიგახსნა.
1976 წელს დაარსებულმა კომპანიამ, ინგლისის სილამაზის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. ამჟამად ბოდი შოპს 3000 მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოს მასშტაბით და საქართველო 73-ე ქვეყანაა, სადაც ბრენდია წარმოდგენილი. ჩვენს ახალ მაღაზიაში წარმოდგენილია ბოდი შოპის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომლებიც ცხოველებზე არ იტესტება, ვეგეტარიანული ან ვეგანურია, გამძლეა და დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებით.
მაღაზიას აქვს უნიკალური შესავსები სტენდები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არ გამოიყენონ ერთჯერადი შეფუთვები და შეავსონ 250მლიანი ალუმინის ბოთლები, რითაც მსოფლიოში ნარჩენების შემცირებას დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიურად სწორი მიდგომების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოდი შოპის უკვე მესამე მაღაზიაა, გეფა კვლავ აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, რომ ბოდი შოპის პროდუქცია ჯპს-ისა და ფარმადეპოს აფთიაქებში შეიძინონ. ამგვარად პროდუქცია ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის.