ჩვენს შესახებ

სტრუქტურა

გეფა, ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი კავკასიის რეგიონში, მომხმარებლებს სთავაზობს ასორტიმენტის ინოვაციურ და მრავალფეროვან არჩევანს. შეგხვდებათ, როგორც რეცეპტით და ასევე ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები, ექსკლუზიური ბრენდების ვრცელი სია და სეზონური პროდუქტები. ბაზარზე წამყვანი პოზიციის, გამორჩეული ბიზნეს მოდელისა და მცოდნე მენეჯმენტის გუნდის დამსახურებით გეფა ქმნის უაღრესად მიმზიდველ ბიზნეს ეკოსისტემას.

გეფას აქვს გაყიდვების ოთხი ძირითადი არხი:

საცალო გაყიდვები

  • გეფას აფთიაქები მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას სრულ სააფთიაქო პროდუქციაზე, თავის მოვლის საერთაშორისო ბრენდებზე, ჯანსაღ საკვებსა და ინოვაციურ პროდუქტებზე. აფთიაქებში შეხვდებით ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიციურ ფარმაცევტებს, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებლებს გაუწიონ კონსულტაცია, მისცენ რჩევები წამლის მოქმედების შესახებ და უპასუხონ პროდუქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას
  • დამატებით სერვისებად გეფა მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს როგორიცაა: არტერიული წნევის სკრინინგ პროგრამა, ლაბორატორიული მომსახურება, ოფთალმოლოგიური და დერმატოლოგიური კაბინეტები და ა.შ.

საბითუმო გაყიდვები

  • გეფა საბითუმო გაყიდვებით ფარავს ისეთ არეალებს, როგორებიცაა კერძო აფთიაქები, საავადმყოფოები, კლინიკები და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერები. ამით კომპანია კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებელთა ბაზას და ფარავს უფრო დიდ გეოგრაფიულ ტერიტორიას. ბაზრის მოცულობის ზრდა კი ზეგავლენას ახდენს გაყიდვებსა და კომპანიის შემოსავლებზე
  • მაღალკვალიფიციური გუნდითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შექმნილი დისტრიბუციის პროცესი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულად მიწოდებას ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით

ონლაინ გაყიდვები

  • გეფა ონლაინ სივრცეში გამოჩნდა თავისი მობილური აპლიკაციების საშუალებით, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ პროდუქციის სრული ასორტიმენტი ონლაინ და მიიღონ ისინი სახლიდან გაუსვლელად, შეკვეთიდან მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში
  • ონლაინ პლატფორმები მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის აფთიაქიდან თავად გატანის ალტერნატივასაც. ამ გზით მომხმარებლებს შეუძლიათ, განათავსონ შეკვეთები ონლაინ და აიღონ ისინი აფთიაქში მოგვიანებით

ფრენჩაიზები

  • გეფა წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზ ბიზნეს მოდელით შემოყვანას საქართველოში და აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე. ამჟამად გეფა თანამშრომლობს ისეთ ცნობილ, საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა:
    The Body Shop
    Afflelou Paris
    Carter’s
    Triumph International
  • გეფა აქტიურად ავითარებს shop-in-shop ბიზნეს მოდელს ბრენდის დამოუკიდებელ მაღაზიებთან ერთად

გეფა წარმოადგენს ჯორჯია კაპიტალის წევრ კომპანიას (LSE: CGEO LN), რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. კომპანიის ღირებულება წმინდა აქტივებით 1 მილიარდ ევროს აღემატება. ჯორჯია კაპიტალს (GCAP), როგორც გამოცდილ ინსტიტუციურ ფინანსურ ინვესტორს საქართველოში, აქვს უნიკალური პოზიციონირება ბაზარზე - წვდომა შეუზღუდავ და მიმზიდველ კერძო საინვესტიციო შესაძლებლობებზე.