EN
KA
გეფა აგრძელებს მრავალწლიან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და დახმარებას ისახავს. კომპანია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. სწორედ ამ მიზნით, გეფა ეხმარება მომხმარებლებსაც, რომ ისინიც ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში.
როგორც საქველმოქმედო აქტივობების ნაწილი, გეფა აგრძელებს ფოკუსირებას ბუნების დაცვის ხელშეწყობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერასა და ინოვაციური პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ფოკუსირებულია საზოგადოებაში სოციალურ სიკეთის ზრდაზე.
გეფა ყოველწლიურად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებსა და პროექტებში საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის მხარდასაჭერად. კომპანია ყოველწლიურად აგრძელებს ონკოლოგიური პრობლემების მქონე, ლეიკემიით დაავადებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სიღარიბეში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერას, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ბერი ანდრიას ფონდი, დედათა ფონდი და ა.შ.
გეფას აქტიური თანამშრომლობა აქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია „დედათა ფონდთან". პროექტის ფარგლებში გეფა მხარს უჭერს და აწვდის ორგანიზაციის ბენეფიციარებს საჭირო პროდუქტებს: მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, კოსმეტიკას და სხვა.
„ბერი ანდრიას ფონდმა“, რომელიც ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებზე ზრუნავს, ბენეფიციარებისთვის სპეციალური სახლი ააშენა. გეფამ მხარი დაუჭირა ორგანიზაციას და მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს სპორტული და ფიტნეს დარბაზის ყველა ინვენტარი გადასცა.
ბავშვთა სახლს, სადაც 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს, გეფამ 3 თვის განმავლობაში გაუწია ფინანსური დახმარება, ასევე აჩუქა სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტები.
გეფა მხარს უჭერს აქტივობებს საქართველოში დიაბეტის მზარდი გავრცელების აღმოსაფხვრელად და მომხმარებლებს სთავაზობს დიაბეტის უფასო სკრინინგს 150-ზე მეტ აფთიაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გეფა ეხმარება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და აფთიაქებში რეგულარულად სთავაზობს მათთვის საჭირო მედიკამენტებზე სპეციალურ ფასებს.