EN
KA
გეფა უკრაინელების დახმარების პროცესში ომის პირველივე დღეებიდან იყო ჩართული და დღესაც აგრძელებს მათ დახმარებას. ამ რთულ პერიოდში, კომპანია უკრაინელი ხალხის გვერდით დადგა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც.
გეფა გვერდში დაუდგა გუნდის უკრაინელ წევრებსა და მათ ოჯახებს, დააფინანსა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, წვლილი შეიტანა მთავრობისა და კერძო სექტორს მიერ დაორგანიზებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რათა დახმარებოდა უკრაინელ ხალხს ამ რთული პერიოდის გადალახვაში.
უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის გეფამ საქართველოში დარჩენილ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს აფთიაქის 100 ლარიანი ჰუმანიტარული ვაუჩერი გადასცა. მთლიანი პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
გარდა ამისა, გეფამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა გაეცათ ნივთები გამოყოფილი ფონდისთვის, რომელიც ეხმარებოდა უკრაინის მოქალაქეებს. ამ გზით გეფამ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს მისცა შესაძლებლობა, წვლილი შეეტანათ უკრაინელი ხალხის დახმარებაში. ძალიან მოკლე პერიოდში გეფამ მოახდინა ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება უკრაინაში მცხოვრებთათვის: მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქტები და გაგზავნა უკრაინაში.