გარემოზე ზრუნვა

უკვე 13 წელია, რაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გეფას ისტორიისა და სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამ მიმართულებით კომპანიას ბევრი ღირებული პროექტი აქვს განხორციელებული და გარემოზე ზრუნვა ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იყო, რომლზეც კომპანია წლებია მუშაობს და ცდილობს სხვადასხვა აქტივობები დაგეგმოს.

„მწვანე ბაღი, ჯანსაღი გარემოსთვის“ კომპანიის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. ამ ეტაპისთვის კომპანიამ თბილისის 3 უბანში საზოგადოებრივი ბაღები მოაწყო და გაამწვანა. დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი, დამონტაჟდა ფარნები და განათება, გაკეთდა საბავშვო სივრცეები და მოეწყო დეკორატიული ბილიკები. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 2 საჯარო ბაღის მოწყობა.
https://www.facebook.com/Pharmadepot/videos/1059533278196096

გეფამ მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის დღეს გამართულ ღონისძიებაში "Green Award".
გეფას კიდევ ერთი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვას და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. #Donotlittertheroad! #Care changes the world!
https://www.facebook.com/Pharmadepot/videos/1059533278196096