ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის

გეფა ზრუნავს იმაზე, რომ პოზიტიური როლი ითამაშოს საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაში. მთავრობის მიერ სუბსიდირებული პროგრამის ფარგლებში, კომპანია მხარს უჭერს სხვადასხვა ონკოლოგიური აშლილობის მქონე ბავშვებს.

2022 წელს სხვადასხვა სახის კიბოს (მყარი სიმსივნეები, ლეიკემია, ლიმფომები და ა.შ.) საჭირო მკურნალობა 219 პაციენტმა მიიღო.

გეფა ონკოლოგიური პრობლემების მქონე, ლეიკემიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სიღარიბეში მყოფ ბავშვებს მხარს უჭერს, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა "ბერი ანდრიას" ფონდი, "დედათა ფონდი" და ა.შ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გეფამ მოინახულა და დაეხმარა ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ამ ეტაპზე გეფა მხარს უჭერს მრავალშვილიან ოჯახებს რეგიონებში, ასევე სოციალურად დაუცველ სეგმენტში.

გეფა არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებას უწევს ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს, არამედ ეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. „ბერი ანდრიას ფონდმა“, რომელიც ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებზე ზრუნავს, ბენეფიციარებისთვის სპეციალური სახლი ააშენა. გეფამ მხარი დაუჭირა ორგანიზაციას და მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს სპორტული და ფიტნეს დარბაზის ყველა ინვენტარი გადასცა.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=5106959009337524&id=1069173563116109