2020 წლის საუკეთესო აქტივისტი

„უფრო სამართლიანი, უფრო ლამაზი სამყაროსთვის ბრძოლის ჩვენი ისტორია“.


სოციალური ცვლილებებისთვის კამპანია ბოდი შოპის განუყოფელი ნაწილი იყო თავიდანვე. აქტივიზმი ბოდი შიპის სულია, რადგან სწორედ ამ იდეით შეიქმნა და გაერთიანდა კომპანია Greenpeace-თან ჯერ კიდევ 1986 წელს. დღეს ბოდი შოპი სანდო გლობალური ბრენდია, რომელის უკანაც ათწლეულების წარმატებული აქტივიზმი დგას.

2020 წელს ბოდი შოპ საქართველომ გააფორმა მემორანდუმი გაეროს ფონდთან (UNFPA). მემორანდუმის იდეა იყო გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების განათლების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. პირველი კამპანიის, სახელწოდებით „იზოლირებული არა მარტო“ პირველადი მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა COVID-19-ის ფონზე და ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გთხოვთ, იხილოთ კამპანიის ვიდეო - https://www.facebook.com/TheBodyShopGeo/videos/3125028861112944

განხორციელებული აქტივობების საფუძველზე საქართველო გახდა „2020 წლის საუკეთესო კამპანიის“ გამარჯვებული მსოფლიოს მასშტაბით და ბოდი შოპ საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი დაჯილდოვდა როგორც „2020 წლის საუკეთესო აქტივისტი“.

https://www.facebook.com/TheBodyShopGeo/videos/175494954222429
https://www.marketer.ge/irina-adeishvili-best-activist/
https://www.marketer.ge/elliot-body-shop-violence/

2022 წელს გაეროს ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ბოდი შოპის წარმომადგენელ გეფას შორის ხელი მოეწერა განახლებულ მემორანდუმს. https://georgia.unfpa.org/en/news/memorandum-understanding-between-unfpa-and-body-shop-renewed.

სოციალური პასუხისმგებლობა ყოველთვის გადამწყვეტი იყო ბოდიშოპისთვის. სწორედ ამიტომ უკრაინის ომში ძალადობის მსხვერპლ ქალებს კომპანიამ საცხოვრებელი სახლი უქირავა.