EN
KA
გეფას მიზანია დადებითი წვლილი შეიტანოს ქართული კულტურული ღონისძიებების მეტად განვითარებაში, სწორედ ამ იდეით, კომპანიამ გამოიყენა შესაძლებლობა "Singer Jazz Foundation"-ის პარტნიორი გამხდარიყო და ამ პროექტის ფარგლებში, ეპოვა, დაეფინანსებინა და დახმარებოდა ახალი ნიჭიერი თაობის პროფესიულ განვითარებას.
გეფა ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ფესტივალის "Tbilisi Open Air"-ის სპონსორიც გახდა. ფესტივალს, გარდა ძირითადი მიზნებისა, აქვს სოციალური პასუხისმგებლობაც, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა გააგრძელონ მუსიკალური განათლების მიღება, ეძლევათ შანსი და მოტივაცია, რომ მიიღონ სასწავლო დაფინანსება და აიწყონ კარიერა ამავე სფეროში.
გეფამ, ამ ფესტივალის სპონსორობით, ახალგაზრდებს ოცნებების ასრულების შანსი მისცა და მათი მუსიკალური განათლება დააფინანსა. პროექტი ინსპირაციის წყარო გახდა არა მხოლოდ არსებული სტუდებტებისთვის, რომლებმაც სტიპენდია მიიღეს, არამედ სხვებისთვისაც. გეფა ეცადა ამ დაფინანსებით საზოგადოებაში დაენერგა ის აზრი, რომ ყველას აქვს წარმატების შანსი მომავალში, მათ ოცნებებს აზრი აქვს და არასოდეს დანებდნენ.