EN
KA
გეფა აცნობიერებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და ყოველთვის ცდილობს მის მხარდაჭერას. სწორედ ამ იდეით დაიწყო ბევრი ახალი პროექტი. თბილისის სხვადასხვა უბანში ოთხი კალათბურთის მოედანი გაარემონტა და აღჭურვა. პროექტი ახლაც გრძელდება და 2024 წელს დასრულდება. ახალგაზრდა პროფესიონალების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, გეფამ ასევე დააფინანსა თბილისში ჩატარებული საკალათბურთო ტურნირი და გააფორმა სპონსორობის მემორანდუმი ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბთან. ტურნირში 13-18 წლის 60-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი კი იყო, ახალი თაობაის დახმარება, რათა მათ მიიღოთ პრაქტიკული რჩევები საერთაშორისო გამოცდილი ტრენერებისგან.
გეფამ ასევე გააფორმა მემორანდუმი საკალათბურთო კლუბ „ასტრალსა“ და GPC-ს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე წამახალისებელი სპორტული აქტივობა, რომლის მიზანიც ახალი თაობის სპორტით დაინტერესება იყო.
COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა გეფასთვის პრიორიტეტული გახდა, სწორედ ამიტომ, კომპანია სამთო-სათხილამურო ტურნირის „დიმას თასი“ სპონსორი გახდა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება გუდაურში (სამთო კურორტი საქართველოში) და მისი მიზანია სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.