საერთაშორისო ბიზნესი

აზერბაიჯანი

2022 წელს, ბიზნესის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, გეფა შევიდა მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში და წარმატებით გახსნა ბოდი შოპის დამოუკიდებელი მაღაზიები ბაქოში. კომპანიის სტრატეგიული მიდგომა ითვალისწინებს ახალი მაღაზიების გახსნას მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში.

სტრატეგიულად შერჩეული ლოკაციები მთავარ ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში მიზნად ისახავს მაქსიმალურად გაზარდოს ბრენდის ხილვადობა და ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისთვის.

ბოდი შოპის მაღაზიებში წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი, ამასთან ერთად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბოდი შოპის ბოთლების მრავალჯერადად შევსების სერვისითაც. შევსების სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შემოიტანონ ცარიელი ან ნაწილობრივ გამოყენებული პროდუქტის კონტეინერები და შეავსონ ისინი ბოდი შოპის პროდუქციით. ამ გზით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ბოდი შოპის საყვარელი პროდუქტებით და, ამავდროულად, იზრუნონ გარემოზე - მინიმუმამდე დაიყვანონ შეფუთვებით გარემოს დაბინძურების საფრთხე, რაც ბრენდის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. 

გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ბოდი შოპის 4 დამოუკიდებელი მაღაზიით ბაქოში.




                                                                                                                               15ა/4 აზალიგის გამზირი, ბაქო, აზერბაიჯანი



                                                                                                                          15ა/4 აზალიგის გამზირი, ბაქო, აზერბაიჯანი