საერთაშორისო ბიზნესი

სომხეთი

2017 წელს გეფა სომხეთის ბაზარზე შევიდა და გახსნა AKG აფთიაქების ქსელი ერევანში. აფთიაქები სომხეთის ბაზარზე წარმოდგენილია იგივე კონცეფციით, რაც აქვს ჯპს-ის და სპეციალიზირებულია ფარმაცევტული პროდუქციის, მედიკამენტების, ასევე სილამაზის მიმართულების ტოპ ბრენდების, თავის მოვლისა და მსგავსი ტიპის პროდუქციის შეთავაზებაში.

ამასთან, AKG მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფარმაცევტულ მომსახურებას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვის ზოგად სტანდარტებს ცდება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს სრულყოფილი სერვისი მიაწოდოს თავის მომხმარებლებს, მაღალკვალიფიციური და მცოდნე ფარმაცევტები მზად არიან, რომ მათ პერსონალიზებული და პროფესიონალური მომსახურება შესთავაზონ.

AKG სააფთიაქო ქსელის განვითარებასთან ერთად, გეფამ კავკასიის რეგიონის ექსკლუზიური მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების ფარგლებში, წარმატებით გახსნა ბოდი შოპის ერევანში და ამჟამად მართავს ბრენდის 3 დამოუკიდებელ მაღაზიას. გარდა დამოუკიდებელი მაღაზიებისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ბოდი შოპის SIS (shop-in-shop) ბიზნეს მოდელის განვითარებაზე AKG-ს სააფთიაქო ქსელში.



                                                                                                                                              5 ნალბანდიანის ქუჩა, ერევანი, სომხეთი

                                                                                                                                                 7 კომიტას გამზირი, ერევანი, სომხეთი



                                                                                                                          42ა მესროპ მაშტოცის გამზირი, ერევანი, სომხეთი


                                                                                                                      3 წიწვერნაკაბერდის გზატკეცილი, ერებანი, სომხეთი